ზოგადი ქირურგია ქირურგიის დარგია, რომელიც გულისხმობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების, კანის, რბილი ქსოვილების პათოლოგიისა და ტრავმების მკურნალობას.
საყლაპავი
კუჭ-საყლაპავის რეფლუქს დაავადება;
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
საყლაპავის აქალაზია;
მალორი-ვეისის სინდრომი (საყლაპავის ლორწოვანის სისხლმდენი ნახეთქი);
კუჭი
სისხლდენა კუჭიდან;
კუჭის გასავლის დავიწროება (პილოროსტენოზი);
კუჭის პერფორაცია (გახვრეტა, გახეთქვა);
კუჭის სიმსივნეები.
წვრილი ნაწლავი
წვრილნაწლავური გაუვალობა;
წვრილი ნაწლავის პერფორაცია (გახვრეტა, გახეთქვა);
სისხლდენა თორმეტგოჯა ნაწლავიდან;
მეკელის დივერტიკულიტი;
წვრილი ნაწლავის სიმსივნეები.
მსხვილი ნაწლავი (კოლინჯი) და სწორი ნაწლავი
მსხვილი ნაწლავის დივერტიკულიტი;
მსხვილი ან სწორი ნაწლავის პერფორაცია (გახვრეტა, გახეთქვა);
კოლორექტული სისხლდენა;
კოლორექტული სიმსივნეები.
ღვიძლი
ღვიძლის პირველადი და მეტასტაზური ავთვისებიანი სიმსივნეები;
ღვიძლის კეთილთვისებიანის სიმსივნეები;
ღვიძლის ექინოკოკი (პარაზიტული კისტა);
ღვიძლის აბსცესი.
ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე გზები
მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის კენჭებით გამოწვეული მწვავე ანთება);
ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის კენჭებით გამოწვეული ქრონიკული ანთება);
ქოლედოქოლითიაზი (ნაღვლის საერთო სადინრის კენჭი);
მწვავე ქოლანგიტი (სანაღვლე გზების ანთება).
პანკრეასი
მწვავე პანკრეატიტი;
პანკრეასის სიმსივნეები;
პანკრეასის ფსევდოცისტა.
ელენთა
ელენთის სიმსივნეები;
ელენთის კისტა;
ელენთის სპონტანური და ტრავმული გასკდომა.
აპენდიქსი
მწვავე აპენდიციტი;
აპენდიქსის სიმსივნეები.
თიაქრები
თიაქრების გეგმიური ქირურგიული მკურნალობა;
ჩაჭედილი თიაქრის ქირურგიული მკურნალობა.
კანი და კანქვეშა ქსოვილი
ჩირქოვანი ინფექციები: აბსცესი, ფლეგმონა, ფურუნკული, კარბუნკული;
მწვავე და ქრონიკული ჭრილობა, წყლული, ნაწოლი;
ათერომა (ფოლიკულური კისტა);
კანის და კანქვეშა ქსოვილის სიმსივნეები.
