შპს ახალციხის კლინიკა იმედში ნევროლოგიური მომსახურება წარმოებს როგორც მოზრდილი ასევე ბავშვთა ასაკის პაციენტებისათვის . ნევროლოგები პმართავენ ისეთ ნოზოლოგიებს, როგორიცაა თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ეპილეფსია, ძილის დარღვევები, ასევე კუნთოვანი დაავადებები და პერიფერიული ნერვების დაავადებები.
მართვადი ნოზოლოგიების დეტალური ჩამონათვალი ასეთია:
თავის ტკივილი (შაკიკი, დაძაბვის ტიპის თავის ტკივილი, ჯგუფური (კლასტერული) თავის ტკივილი, იდიოპათიური ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, სამწვერა ნევრალგია და სხვ)
თავბრუსხვევა (კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუ, მენიერის დაავადება, ვესტიბულური ნევრიტი და სხვ)
სპონდილოპათიები (წელის ტკივილი, კისრის ტკივილი, რადიკულოპათიები და სხვა)
ეპილეფსია
პერიფერიული ნერვების დაავადებები, ნევრალგიები
მოძრაობის დარღვევით მიმდინარე დაავადებები (პარკინსონის დაავადება, ჰანტინგტონის დაავადება, ტრემორი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი და სხვ)
ნერვ-კუნთოვანი დაავადებები (მიასთენია და სხვ.)
თავის ტრავმა
ძილის დარღვევები
ვეგეტატიური და ფუნქციური ნევროლოგიური აშლილობის მდგომარეობები
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია
ტარდება ელექტროენცეფალოგრაფია
