ულტრასონოგრაფიული კვლევა უმტკივნეულო, არაინვაზიური, ეფექტური და უსაფრთხო პროცესია, რომელიც ორგანიზმის შესწავლის ერთ-ერთ საჭირო მეთოდს წარმოადგენს.
ულტრასონოგრაფიული კვლევა ტარდება სხვადასხვა ორგანოებში (მუცლის ღრუში, გულზე, სისხლძარღვებზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, და სხვ.) მიმდინარე პროცესების შესასწავლად. მისი ჩატარების აუცილებლობას ადგენს მკურნალი ექიმი და ენდოსკოპისტისგან მიღებული პასუხების გათვალისწინებით ნიშნავს მკურნალობას.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ულტრასონოგრაფიული კვლევა ორსულობისას. პროცედურა საჭიროა პირველივე ტრიმესტრიდან, ნაყოფის განვითარებაზე დაკვირვებისთვის და ნორმიდან გადახვევის შემთხვევაში დროული რეაგირებისთვის.
