შპს ახალციხის კლინიკა იმედიში ტარდება ოპერაციები თვალზე

ოპერაციებს ატარებს ექიმი ოფთალმოლოგი ზაზა სეხნიაიძე

კლინიკაში თვალის ოპერაციები ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის მიერ

 

შპს ახალციხის კლინიკა იმედი გთავაზობთ თვალის კომპლექსურ გამოკვლევას

 

ვიზომეტრია

მხედველობის სიმახვილის შემოწმება.

 

რეფრაქტომეტრია

წარმოადგენს მხედველობის ორგანოს გამოკვლევის ობიექტურ მეთოდს, რომლის საშუალებითაც ხდება მხედველობის რეფრაქციული მანკების მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა) ასტიგმატიზმის გამოვლენა.

 

ტონომეტრია – თვალის წნევის გაზომვა

ტონომეტრია პროცედურაა, რომლის საშუალებითაც ხდება თვალშიდა წნევის გაზომვა. ამ კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია ისეთი სერიოზული პათოლოგიის სადიაგნოსტიკოდ, როგორიცაა გლაუკომა.

 

ბიომიკროსკოპია

ბიომიკროსკოპია თვალის ქსოვილებისა და მისი სინათლის გარდამტეხ არეთა ვიზუალური გამოკვლევის მეთოდია, რომელიც ხორციელდება ნაპრალოვანი სანათის საშუალებით (თვალის წინა მონაკვეთის გამოკვლევა).

 

ოფთალმოსკოპია

ოფთალმოსკოპია ბადურას, სისხლძარღვოვანი გარსისა და მხედველობის ნერვის დვრილის ვიზუალიზაციაა.

 

ფერთა აღქმის გამოკვლევა

ფერთა აღქმის გამოკვლევა ხორციელდება  პოლიქრომატული ტაბულებით

Share This