რენტგენოლოგიური კვლევა სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ოქროს მეთოდს წაარმოადგენს.
რენტგენის სხივები იძლევა საშუალებას, ექიმმა დაინახოს კონტრასტული გამოსახულება, რომელის გაშიფრვითაც იგი დასვამს დიაგნოზს.
კლინიკაში ტარდება შემდეგი რენტგენოლოგიური კვლევები:
სქოლიოზისა და ხერხემლის სხვა პათოლოგიების დიაგნოსტიკა;
გულმკერდის ღრუს ორგანოების პათოლოგიების კვლევა;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კონტრასტული, რენტგენოლოგიური კვლევა;
ძვლის ტრავმული დაზიანებების დიაგნოსტიკა;
სახსრების ართროზული და დეგენერაციული ცვლილებების დადგენა;
ცხვირის დანამატი ღრუების ანთებითი ცვლილებების დიაგნოსტიკა.
