შპს “ახალციხის კლინიკა იმედი” გახლავთ შერეული მრავალპროფილური სამკურნალო–დიაგნოსტიკური დაწესებულება სამცხე -ჯავახეთის რეგიონში, რომელმაც ფუნქციონირება 2013 წლიდან დაიწყო. კლინიკას გააჩნია გადაუდებელი დახმარების, კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზიის, ქირურგიული, თერაპიული და ბავშვთა განყოფილებები, აღჭურვილია სადიაგნოსტიკო აპარატურით და გააჩნია აგრეთვე კლინიკური ლაბორატორია.
- 11 წლიანი გამოცდილება
- 156 478 ამბულატორიული და 18 367 სტაციონარული პაციენტი
- 448 593 ლაბორატორიული კვლევა
- კლინიკას ყოველდღიურად საშუალოდ 50 ადამიანი მომართავს.
2023 წელს საერთაშორისო ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის TÜV NORD –ის მიერ, შპს “ახალციხის კლინიკა იმედი”-ს ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001 მიენიჭა.
ამჟამად კლინიკა თანამშრომლობს ACHS International -თან – ორგანიზაციასთან რომელიც ანიჭებს აკრედიტაციას სამედიცინო დაწესებულებებს მთელს მსოფლიოში მათივე დადგენილი EquIP სტანდარტების მიხედვით. აღნიშნული სტანდარტები აერთიანებს ძირითად პრინციპებს, რომლებიც დაკავშირებულია პაციენტზე ორიენტირებულობასთან, ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასთან და შედეგებთან.
შპს “ახალციხის კლინიკა იმედი”-ს ლაბორატორია პირველია რეგიონში, სადაც დანერგილია LIS (ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემა), რომელიც აუმჯობესებს და უკეთებს ოპტიმიზაციას მონაცემთა მართვის პროცესებს ლაბორატორიაში. სამუშაო ნაკადების ავტომატიზაციისა და პაციენტის მონაცემების, ტესტის შედეგებისა და შესაბამისობის ჩანაწერების ზუსტი დამუშავების უზრუნველსაყოფად, LIS გადამწყვეტ როლს ასრულებს პაციენტის მოვლისა და კვლევის შედეგების გაუმჯობესებაში.
ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა არის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი კლინიკისათვის, ეს არის საფუძველი იმისა, რომ კლინიკის პაციენტები მიიღებენ მაღალი სტანდარტების შესაბამის მომსახურებას რეგიონში.

