შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება (ემერჯენსი) აღჭურვილია მოქმედი სტანდარტების შესაბამისად და დაკომპლექტებულია პროფესიონალი სამედიცინო პერსონალით, რაც გვეხმარება პაციენტის მდგომარეობის სწრაფ და დროულ შეფასებაში.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გაშლილია 6 საწოლზე და მოიცავს როგორც მოზრდილთა ასევე პედიატრიულ საწოლებსაც. მათგან 2 საწოლი მოთავსებულია შოკის, ხოლო 5 – ობსერვაციის სივრცეში.
პაციენტები მიიღება, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით, ისე თვითდინებით
გადაუდებელი დახმარების განყოფილება შედგება:
ობსერვაციის დარბაზი
შოკის სივრცე
მცირე სამანიპულაციო: მცირე ზომის ჭრილობების დამუშავებისთვის
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება მოიცავს შემდეგი პროფილის ექიმების კონსულტირებას და შემდეგი ტიპის დიაგნოსტიკურ სერვირებს:
ბავშვთა ქირურგია
ყბა-სახის ქირურგია
ნევროლოგია
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ასევე შესაძლებელია სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარება, მათ შორის:
ი/ვ ინფუზია (გადასხმა)
ი/ვ, ი/მ, კანქვეშა ინექცია
ლაპაროცენტეზი
თორაკოცენტეზი
ლუმბარული პუნქცია
ანტიტეტანური და ანტირაბიოლოგიური ვაქცინაცია
მიმღებ სივრცეში პაციენტს შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურება:
მიღება, გასინჯვა, სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგი
მრავალპროფილური სადიაგნოსტიკო გამოკვლევები
პაციენტის სიმძიმის და მდგომარეობის შეფასება, შესაბამის განყოფოფილება/დეპარტამენტში გადაყვანა ან ბინაზე გაწერა.
შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში სამედიცინო პერსონალი კოორდინირებულად მუშაობს, რათა დროულად მოხდეს პაციენტის მდგომარეობის შეფასება, დიაგნოსტირება და დაუყოვნებლივ რეაგირება პაციენტისთვის საჭირო ყველა ღონისძიების ჩასატარებლად. კლინიკის მრავალპროფილურობიდან გამომდინარე, დეპარტამენტში სიმძიმის ხარისხის შესაბამისად უტარდებათ მკურნალობა აპარატული ან არააპარატული მხარდაჭერით, როგორც ნებისმიერი პროფილის, კრიტიკულ და გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, ასევე პაციენტებს პოსტოპერაციულ პერიოდში.
კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი აღჭურვილია საჭირო აპარატურით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგს, შენარჩუნებასა და ჩანაცვლებას. დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის რესპირატორებით, ინვაზიური და არაინვაზიური მონიტორებით, დიალიზის აპარატით და ა.შ.
შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზია რეანიმაციის განყოფილება დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლებიც მზად არიან გაუწიონ დახმარება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს.
განყოფილება ემსახურება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მწვავე ან გადაუდებელი მდგომარეობები, როგორიცაა:
გულსისხლძარღვთა და ნეიროვასკულური სასწრაფო/გადაუდებელი შემთხვევები;
მწვავე რესპირატორული დარღვევები;
ინტოქსიკაცია და სხვა.
განყოფილება ასევე უზრუნველყოფს შემდეგი სახის მომსახურებას
პაციენტის წინასაოპერაციო შეფასება;
პაციენტის მომზადება
პაციენტის პერიოპერაციული მართვა და მონიტორინგი;
პაციენტის ოპერაციის შემდგომი პერიოდის მართვა უახლესი 24 საათის განმავლობაში;
პაციენტის პოსტოპერაციული და ქრონიკული ტკივილის მართვა.
ამბულატორიული ანესთეზია – პროცედურების, რადიოლოგიური კვლევების დროს
ზოგადი ქირურგია ქირურგიის დარგია, რომელიც გულისხმობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების, კანის, რბილი ქსოვილების პათოლოგიისა და ტრავმების მკურნალობას.
საყლაპავი
კუჭ-საყლაპავის რეფლუქს დაავადება;
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
საყლაპავის აქალაზია;
მალორი-ვეისის სინდრომი (საყლაპავის ლორწოვანის სისხლმდენი ნახეთქი);
კუჭი
სისხლდენა კუჭიდან;
კუჭის გასავლის დავიწროება (პილოროსტენოზი);
კუჭის პერფორაცია (გახვრეტა, გახეთქვა);
კუჭის სიმსივნეები.
წვრილი ნაწლავი
წვრილნაწლავური გაუვალობა;
წვრილი ნაწლავის პერფორაცია (გახვრეტა, გახეთქვა);
სისხლდენა თორმეტგოჯა ნაწლავიდან;
მეკელის დივერტიკულიტი;
წვრილი ნაწლავის სიმსივნეები.
მსხვილი ნაწლავი (კოლინჯი) და სწორი ნაწლავი
მსხვილი ნაწლავის დივერტიკულიტი;
მსხვილი ან სწორი ნაწლავის პერფორაცია (გახვრეტა, გახეთქვა);
კოლორექტული სისხლდენა;
კოლორექტული სიმსივნეები.
ღვიძლი
ღვიძლის პირველადი და მეტასტაზური ავთვისებიანი სიმსივნეები;
ღვიძლის კეთილთვისებიანის სიმსივნეები;
ღვიძლის ექინოკოკი (პარაზიტული კისტა);
ღვიძლის აბსცესი.
ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე გზები
მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის კენჭებით გამოწვეული მწვავე ანთება);
ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის კენჭებით გამოწვეული ქრონიკული ანთება);
ქოლედოქოლითიაზი (ნაღვლის საერთო სადინრის კენჭი);
მწვავე ქოლანგიტი (სანაღვლე გზების ანთება).
პანკრეასი
მწვავე პანკრეატიტი;
პანკრეასის სიმსივნეები;
პანკრეასის ფსევდოცისტა.
ელენთა
ელენთის სიმსივნეები;
ელენთის კისტა;
ელენთის სპონტანური და ტრავმული გასკდომა.
აპენდიქსი
მწვავე აპენდიციტი;
აპენდიქსის სიმსივნეები.
თიაქრები
თიაქრების გეგმიური ქირურგიული მკურნალობა;
ჩაჭედილი თიაქრის ქირურგიული მკურნალობა.
კანი და კანქვეშა ქსოვილი
ჩირქოვანი ინფექციები: აბსცესი, ფლეგმონა, ფურუნკული, კარბუნკული;
მწვავე და ქრონიკული ჭრილობა, წყლული, ნაწოლი;
ათერომა (ფოლიკულური კისტა);
კანის და კანქვეშა ქსოვილის სიმსივნეები.
ლაპაროსკოპული მიდგომის შემთხვევაში მუცლის ღრუში ან მუცლის კედელში აირის (ნახშირორჟანგის) შეყვანით იქმნება სამუშაო სივრცე. მასში, მცირე ნაჩხვლეტებიდან, ათავსებენ კამერასა და სპეციალურ ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებითაც ქირურგი მუშაობს სამიზნე ორგანოზე.
ლაპაროსკოპულ მიდგომის უპირატესობაა ოპერაციის შემდგომი ნაკლები ტკივილი, ასევე, გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის სწრაფი მიმდინარეობა. ზოგჯერ ლაპაროსკოპია ტექნიკურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული ან სულაც შეუძლებელია (მაგ. მრავლობითი ქირურგიული ჩარევის ან პერიტონიტის გადატანის შემდეგ). ამიტომ კონკრეტულ პაციენტზე მორგებული, მისთვის საუკეთესო ქირურგიული მიდგომის არჩევა ქირურგის პრეროგატივაა.შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” აღჭურვილია საუკეთესო, ქირურგიული მოწყობილობით, რომელიც სამგანზომილებიან, მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას იძლევა, რაც აისახება ოპერაციის შედეგებზე.
შპს „ახალციხის კლინიკა იმედში” ტარდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, მწვავე და ქრონიკული ასევე შეძენილი და თანდაყოლილი დაავადებების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა.
ამბულატორიაში თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია ექიმებთან. ჩაიტაროთ სხვადასხვა მანიპულაციები და უმკურნალოთ ისეთ ნოზოლოგიებს, როგორიცაა, მაგალითად:
სახსრების ოსტეოართროზი (კოქსართროზი, გონართროზი და ა.შ.);
ჰემართროზები (სისხლი სახსარში);
ბურსიტი, ეპიკონდილიტი, ტენდინიტები სხვადასხვა ლოკალიზაციით;
სახსარშიდა ინექციები;
სხვადასხვა სახსრის ღრძობა-დაჭიმულობა და დაჟეჟილობები;
მკურნალობა ძვალ-სახსროვანი და ძვალ-კუნთოვანი სხვადასხვა დაავადებების დროს;
მხრის, იდაყვის, მაჯის ამოვარდნილობები;
მყესების დაზიანებები (სხვადასხვა ლოკალიზაციის სახსარზე).
შპს „ახალციხის კლინიკა იმედში” ტარდება ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები, ქირურგიული მკურნალობა მოიცავს:
მსხვილი სახსრების (მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრის) ენდოპროთეზირებებს, თანამედროვე და სერთიფიცირებული პროთეზებით;
კიდურების შეძენილი დეფორმაციების (პოსტრავმული) ქირურგიული მკურნალობას;
ყალბი სახსრების (ფსევდოართროზის) მკურნალობასა და ძვლოვან პლასტიკას;
გრძელი ლულოვანი ძვლების ოსტეოსინთეზი მოტეხილობების დროს;
ძვლოვანი კისტების და ძვლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების ქირურგიულ მკურნალობას;
ტერფის თითის ვალგუსური დეფორმაციის კორექციას.
შპს ახალციხის კლინიკა იმედიში ტარდება ოპერაციები თვალზე
ოპერაციებს ატარებს ექიმი ოფთალმოლოგი ზაზა სეხნიაიძე
კლინიკაში თვალის ოპერაციები ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის მიერ
შპს ახალციხის კლინიკა იმედი გთავაზობთ თვალის კომპლექსურ გამოკვლევას
ვიზომეტრია
მხედველობის სიმახვილის შემოწმება.
რეფრაქტომეტრია
წარმოადგენს მხედველობის ორგანოს გამოკვლევის ობიექტურ მეთოდს, რომლის საშუალებითაც ხდება მხედველობის რეფრაქციული მანკების მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა) ასტიგმატიზმის გამოვლენა.
ტონომეტრია – თვალის წნევის გაზომვა
ტონომეტრია პროცედურაა, რომლის საშუალებითაც ხდება თვალშიდა წნევის გაზომვა. ამ კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია ისეთი სერიოზული პათოლოგიის სადიაგნოსტიკოდ, როგორიცაა გლაუკომა.
ბიომიკროსკოპია
ბიომიკროსკოპია თვალის ქსოვილებისა და მისი სინათლის გარდამტეხ არეთა ვიზუალური გამოკვლევის მეთოდია, რომელიც ხორციელდება ნაპრალოვანი სანათის საშუალებით (თვალის წინა მონაკვეთის გამოკვლევა).
ოფთალმოსკოპია
ოფთალმოსკოპია ბადურას, სისხლძარღვოვანი გარსისა და მხედველობის ნერვის დვრილის ვიზუალიზაციაა.
ფერთა აღქმის გამოკვლევა
ფერთა აღქმის გამოკვლევა ხორციელდება პოლიქრომატული ტაბულებით
ენდოკრინოლოგი საკონსულტაციო, დიაგნოსტიკურ და თერაპიულ მომსახურებას უწევს პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ ყველა სახის ენდიკრინოლოგიური დარღვევები:
შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზიური სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები, ოსტეოპოროზი, სიმსუქნე…
ენდოკრინოლოგის კონსულტაციას რეგულარულად უნდა იღებდნენ ენდოკრინული დაავადებების განვითარების რისკ-ჯგუფში მყოფი პირები. მნიშვნელოვანია, რომ პროფილაქტიკურ კვლევებს მუდმივად იტარებდნენ ისინი, რომელთა უახლოეს ნათესავებსაც გააჩნიათ ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის პრობლემები. საჭიროა, რომ პერიოდულად იმოწმებდნენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს და სისხლში შაქრის შემცველობას ის ქალბატონები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას და ჰყავთ პატარა შვილი.
კლინიკაში ტარდება ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე
კლინიკაში ტარდება შემდეგი სახის მანიპულაციები:
პირის ღრუს, ცხვირხახისა და ხორხხახის დათვალიერება
ყურის სხვადასხვა დაავადებების (გარეთა სასმენი მილის უცხო სხეული, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, პარაცენტეზი…)
ტონზილექტომია და ადენოტომია ზოგადი ანესთეზიით
ცხვირის ღრუს და ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებების (ქრონიკული ჩირქოვანი ჰაიმორიტი და ფრონტიტი, ცხვირის პოლიპოზი….) დიაგნოსტიკა და ოპერაციული მკურნალობა
ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება
ოპერაციული მკურნალობა:
პარატონზილარული აბსცესის გახსნა;
პარაცენტეზი;
ქრონიკული ტონზილიტი;
დეზინტეგრაცია (ნიჟარების ცრუ ჰიპერტროფია);
ქრონიკული ტონზილიტი, ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფია;
სუბპერიოსტალური აბსცესი;
ყურიდან უცხო სხეულის ამოღება;
ყურის ნიჟარის ჰემატომის ან აბსცესის გაკვეთა;
ყურის პოლიპოტომია;
ცხვირიდან უცხო სხეულის ამოღება;
ცხვირის და ხახის ადენოიდები;
ცხვირის კათეტერიზაცია;
ცხვირის ნიჟარების ნამდვილი ჰიპერტროფია (ქვემო კონხოტომია);
ცხვირის ორმხრივი პოლიპოზი;
ცხვირის ღრუს სინექიების ოპერაციული მკურნალობა;
ცხვირის ქვემო ნიჟარების ცალმხრივი ნამდვილი ჰიპერტროფია;
ცხვირის ძგიდის ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გამრუდება და პოლიპოზი;
ცხვირის ძგიდის ჰემატომის ან აბსცესის გახსნა;
ცხვირის ძგიდის ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გამრუდება და ქვ. ნიჟარების ნამდვილი ჰიპერტროფია;
ცხვირის ძგიდის ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გამრუდება (ადგილობრივი ანესთეზიით);
ცხვირის ძგიდის ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გამრუდება (ადგილობრივი ანესთეზიით) და ქვ. ნიჟარების ცრუ ჰიპერტროფია;
ცხვირის ძვლების მოტეხილობის ჩასწორება, ტამპონადა;
ცხვირის ძგიდის ხრტილოვანი ნაწილის გამრუდება;
ცხვირის ძგიდის ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გამრუდება და ცალმხრივი პოლიპოზი;
ცხვირის ძგიდის ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გამრუდება და ქვ. ნიჟარების ცრუ ჰიპერტროფია;
ჰაიმორის წიაღის კისტა;
კლინიკა ჩართულია საშვილოსნოს ყელის კიბოს სახელმწიფო სკრინინგის პროგრამაში,
ახალციხის კლინიკა იმედში არსებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა საშუალებას გვაძლევს დროულად და კომპლექსურად ერთ სივრცეში გამოვიკვლიოთ პაციენტი და ჩავუტაროთ შესაბამისი კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობა.
პათოლოგიური სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან;
ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
ქვედა სასქესო ორგანოების ინფექციური დაავადებები;
მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები;
სასქესო ორგანოების კეთილთვისებიანი დაავადებები;
ენდომეტრიოზი და ადენომიოზი;
კონტრაცეპცია;
ქირურგიული სტერილიზაცია;
სასქესო ორგანოების პროლაფსი (დაწევა) და შარდის შეუკავებლობა;
ნაადრევი სქესობრივი მომწიფება;
ამენორეა;
პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომი;
ჰირსუტიზმი და ვირილიზაცია (ჭარბთნიანობა);
ორსულობის შეუნარჩუნებლობა (ჩვეული აბორტი);
მენოპაუზა და ჩანაცვლებითი თერაპია.
ჩვენს კლინიკაში ტარდება გინეკოლოგიური ოპერაციები ღია და ენდოსკოპიური (ლაპაროსკოპიული) წესით, ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა
საკვერცხის კისტები,
საშვილოსნოს მიომატოზური კვანძები,
საშვილოსნოს დაწევა და პროლაფსი.
ტარდება შემდეგი სახის კლინიკო ლაბორატორიული კვლევები:
საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა;
კოლპოსკოპია;
სქესობრივად გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა;
ჰისტეროსალპინგოგრაფია (საშვილოსნოს ფალოპის მილების გამტარობის შემოწმება);
ულტრასონოგრაფია (ექოსკოპიური კვლევა);
შარდსასქესო ორგანოთა სისტემის დაავდებებს მხოლოდ უსიამოვნო სიმპტომები კი არ ახლავს თან, არამედ აუარესებს ცხოვრების ხარისხსაც. ამავე დროს, იგი შეიცავს გართულებების რისკს. ეს რომ არ დაუშვათ, მნიშვნელოვანია, დროულად მიმართოთ კონსულტაციისთვის უროლოგს. ამ მიმართულების ექიმი სვამს დიაგნოზს და მკურნალობს საშარდე გზების სისტემის პათოლოგიებს ქალებში, ხოლო შარდსასქესო სისტემის პათოლოგიებს – მამაკაცებში.
უროლოგიური დაავადებების უმრავლესობა ეფექტურად ემორჩილება თანამედროვე პრეპარატებსა და მკურნალობის მეთოდებს. დაავადების ყოველი შემთხვევა უნიკალური და ინდივიდუალურია. ამიტომ, ექიმი კლინიკური სურათის გათვალისწინებით, ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად არჩევს კომპლექსურ სამკურნალო გეგმას. კონსერვატიული მკურნალობის მეთოდები საშუალებას იძლევა, სწრაფად შემსუბუქდეს მდგომარეობა, შემცირდეს ანთებითი პროცესი, გაუმჯობესდეს თირკმელებისა და შარდის ბუშტის ფუნქციონირება.
თერაპევტი მკურნალობს ყველა იმ დაავადებას, რომელსაც არ სჭირდება ოპერაციული ჩარევა. აქედან გამომდინარე იგი გამოიყენებს კონსერვატორული მკურნალობის მეთოდებს.
თერაპევტის კომპეტენციაში შედის მკურნალობა ისეთი დაავადებების როგორებიცაა:
მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადება;
ბრონქების და ფილტვების დაავადებები (ბრონქიტი, ტრაქეიტი, პნევმონია, ასთმა და მათი ქრონიკული გამოვლინებები);
გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები (მომატებული არტერიული წნევა, ჰიპერტენზია;
გულის უკმარისობები;
საჭმლის მომნელებელი სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (წყლულები, გასტრიტი;
თორმეტგოჯა ნაწლავის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაავადებები;
ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ა.შ.
შპს ახალციხის კლინიკა იმედი გთავაზობთ
პედიატრი/ოჯახის ექიმის და თერაპევტი/ოჯახის ექიმის მომსახურებას
ეს არის ჯანდაცვის ის პირველი რგოლი, რომელსაც ზოგადი ჩივილებით ვაკითხავთ ან მიგვყავს ჩვენი პატარა (თავის ტკივილი, მუცლის ღრუს ტკივილი, უმადობა, უხასიათობა, დაღლილობის შეგრძნება და სხვა).
ოჯახის ექიმს აქვს ფართო ცოდნა: იმუნიზაციის, შინაგანი ორგანოების, რუტინული კვლევების, სხვადასხვა პათოლოგიების, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ. შესაბამისად, მისი კომპეტენციაა, დაადგინოს კავშირი პაციენტის ჩივილსა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს შორის.
გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ოჯახის ექიმები ფლობენ დეტალურ ინფორმაციას პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ და მონიტორინგს უწევენ მას, დიდია მათი როლი დაავადებათა პრევენციის საკითხში. ისინი აწვდიან პაციენტს ინფორმაციას რუტინული საპროფილაქტიკო კვლევების შესახებ, დეტალურად უხსნიან იმუნიზაციის მნიშვნელობასა და სიკეთეებს. აძლევენ რეკომენდაციას სხვადასხვა ტიპის დაავადებების თავიდან ასაცილებლად. აცნობენ ინფორმაციას გავრცელებული პათოლოგიების რისკ-ფაქტორების შესახებ.
შპს ახალციხის კლინიკა იმედის პედიატრიული სამსახური გთავაზობთ
უწყვეტ მეთვლყურეობას თქვენი პატარების ჯანმრთელობასა და განვითარებაზე;
კონსულტაციებს ჯანსაღი კვების საკითხებზე ჩვილობის ასაკიდან;
ბავშვთა ასაკის დაავადებების მკურნალობას და მართვას;
კონსულტაციებს დაავადებათა პრევენციისა და რეაბილიტაციის შესახებ;
მოზარდთა კონსულტაციებს.
ბავშვთა ნევროლოგი ატარებს ბავშვთა ასაკის ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვას, ფსიქო-მოტორული განვითარების შეფასებას და კონსულტაციებს განვითარების ხელშეწყობის შესახებ.
შპს ახალციხის კლინიკა იმედში ნევროლოგიური მომსახურება წარმოებს როგორც მოზრდილი ასევე ბავშვთა ასაკის პაციენტებისათვის . ნევროლოგები პმართავენ ისეთ ნოზოლოგიებს, როგორიცაა თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ეპილეფსია, ძილის დარღვევები, ასევე კუნთოვანი დაავადებები და პერიფერიული ნერვების დაავადებები.
მართვადი ნოზოლოგიების დეტალური ჩამონათვალი ასეთია:
თავის ტკივილი (შაკიკი, დაძაბვის ტიპის თავის ტკივილი, ჯგუფური (კლასტერული) თავის ტკივილი, იდიოპათიური ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, სამწვერა ნევრალგია და სხვ)
თავბრუსხვევა (კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუ, მენიერის დაავადება, ვესტიბულური ნევრიტი და სხვ)
სპონდილოპათიები (წელის ტკივილი, კისრის ტკივილი, რადიკულოპათიები და სხვა)
ეპილეფსია
პერიფერიული ნერვების დაავადებები, ნევრალგიები
მოძრაობის დარღვევით მიმდინარე დაავადებები (პარკინსონის დაავადება, ჰანტინგტონის დაავადება, ტრემორი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი და სხვ)
ნერვ-კუნთოვანი დაავადებები (მიასთენია და სხვ.)
თავის ტრავმა
ძილის დარღვევები
ვეგეტატიური და ფუნქციური ნევროლოგიური აშლილობის მდგომარეობები
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია
ტარდება ელექტროენცეფალოგრაფია
კარდიოლოგიურ კაბინეტში გულსისხლძართვთა სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა მიმდინარეობს.
მოსალოდნელი გართულებების გამოსავლენად კარდიოლოგის მიერ ტარდება კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაცია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ გულის ქრონიკული დაავადები:
გულის ქრონიკული იშემიური დაავადება;
გულის ქრონიკული უკმარისობა;
არტერიული ჰიპერტენზია და სხვა.
ექიმთან დროული ვიზიტი და სწორად შერჩეული მედიკამენტების რეგულარული მიღება თავიდან აგაცილებთ გულსისხლძარღვთა დაავადების გამწვავებასა და ჰოსპიტალიზაციას, დაგეხმარებათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
სტაციონარულ პაციენტებს კლინიკის კარდიოლოგი უტარებს წინასაოპერაციო კვლევებს , აფასებს წინასაოპერაციო რისკებს და საჭიროების შემთხვევაში მართავს მათ ავადმყოფობას.
კლინიკაში ტარდება
ელექტროკარდიოგრაფია
ელექტროკარდიოგრაფია 24 საათიანი (ჰოლტერის მეთოდით)
ექოკარდიოგრაფია.
ამბულატორიული განყოფილება მოიცავს შემდეგი პროფილის ექიმების კონსულტირებას და შემდეგი ტიპის დიაგნოსტიკურ სერვირებს:
ბავშვთა ქირურგია
ყბა-სახის ქირურგია
პედიატრია
ნევროლოგია
ბავშვთა ნევროლოგია
ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია, კარდიოექოსკოპია)
ენდოსკოპია (გასტროსკოპია, ბრონქოსკოპია)
ელექტროენცეფალოგრაფია
ელექტროკარდიოგრაფია
ელექტროკარდიოგრაფია 24 საათიანი (ჰოლტერის მეთოდით)
კლინიკაში წარმოებს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა
კლინიკა გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ზუსტი და ობიექტური დიაგნოზის დასადგენად თანამედროვე მედიცინისთვის მნიშვნელოვანია ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საშუალებით მიღებული ინფორმაცია ორგანოთა მდგომარეობის, იმუნური სისტემისა და მეტაბოლიზმის მაჩვენებლების შესახებ.
ლაბორატორიული კვლევების მონაცემები დაავადების მიმდინარეობაზე და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ასევე, აფასებს ჯანმრთელი ადამიანისათვის კონკრეტული დაავადების განვითარების რისკს.
ხშირად, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს იმ ეტაპზე ავლენს, როდესაც ჯერ არ არის გამოხატული ცვლილებები და დაავადების სიმპტომებიც ჯერჯერობით არ ჩანს. ეს არის ეგრეთ წოდებული პრესიმპტომური დიაგნოსტიკის ელემენტი, რომელიც დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად და ეფექტური მკურნალობის დასაწყებად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
კლინიკის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის ანალიზატორებით. აქ შეგიძლიათ გააკეთოთ
კლინიკური კვლევები
იმონოლოგიური კვლევები
ბიოქიმიური კვლევები
მიკრობიოლოგიური, ბაქერიოლოგიური და ციტოლოგიური კვლევები (კონტრაქტორ ლაბორატორიაში)
შპს “ახალციხის კლინიკა იმედი”-ს ლაბორატორია პირველია რეგიონში, სადაც დანერგილია LIS (ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემა), რომელიც აუმჯობესებს და უკეთებს ოპტიმიზაციას მონაცემთა მართვის პროცესებს ლაბორატორიაში. სამუშაო ნაკადების ავტომატიზაციისა და პაციენტის მონაცემების, ტესტის შედეგებისა და შესაბამისობის ჩანაწერების ზუსტი დამუშავების უზრუნველსაყოფად, LIS გადამწყვეტ როლს ასრულებს პაციენტის მოვლისა და კვლევის შედეგების გაუმჯობესებაში.
ენდოსკოპიური ქირურგია გულისხმობს მინიმალურად ინვაზიურ ქირურგიას, რომელიც ტარდება ენდოსკოპის გამოყენებით და მოიცავს ისეთ პროცედურებს როგორებიცაა, მაგალითად, პოლიპების მოცილება ან სისხლდენის შეჩერება. კლინიკაში ტარდება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა
კლინიკაში ტარდება ასევე ბრონქოსკოპიის პროცედურა რომელიც გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების შესაფასებლად
კომპიუტერული ტომოგრაფი გვაძლევს სამ განზომილებიან გამოსახულებას, რისი საშაუალებითაც დიაგნოსტიკის პროცესი გამარტივებულია. დიაგნოზის სიზუსტისთვის, ხშირ შემთვევაში საჭიროებს იოდის შემცველ ინტრავენურ ინექციას (კონტრასტს)
განსაკუთრებით ინფორმატიულია ძვლების, შინაგანი ორგანოების და სისხლძარღვების (როგორც მაგისტრალური, ასევე მცირე კალიბრის) შეფასებისთვის. კვლევის მოკლე დროის გამო, კომპიუტერული ტომოგრაფია შეუცვლელი კვლევაა ემერჯენს მდგომარეობებში და გამოიყენება თითქმის ყველა შინაგანი ორგანოს შესაფასებლად.
რენტგენოლოგიური კვლევა სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ოქროს მეთოდს წაარმოადგენს.
რენტგენის სხივები იძლევა საშუალებას, ექიმმა დაინახოს კონტრასტული გამოსახულება, რომელის გაშიფრვითაც იგი დასვამს დიაგნოზს.
კლინიკაში ტარდება შემდეგი რენტგენოლოგიური კვლევები:
სქოლიოზისა და ხერხემლის სხვა პათოლოგიების დიაგნოსტიკა;
გულმკერდის ღრუს ორგანოების პათოლოგიების კვლევა;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კონტრასტული, რენტგენოლოგიური კვლევა;
ძვლის ტრავმული დაზიანებების დიაგნოსტიკა;
სახსრების ართროზული და დეგენერაციული ცვლილებების დადგენა;
ცხვირის დანამატი ღრუების ანთებითი ცვლილებების დიაგნოსტიკა.
ულტრასონოგრაფიული კვლევა უმტკივნეულო, არაინვაზიური, ეფექტური და უსაფრთხო პროცესია, რომელიც ორგანიზმის შესწავლის ერთ-ერთ საჭირო მეთოდს წარმოადგენს.
ულტრასონოგრაფიული კვლევა ტარდება სხვადასხვა ორგანოებში (მუცლის ღრუში, გულზე, სისხლძარღვებზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, და სხვ.) მიმდინარე პროცესების შესასწავლად. მისი ჩატარების აუცილებლობას ადგენს მკურნალი ექიმი და ენდოსკოპისტისგან მიღებული პასუხების გათვალისწინებით ნიშნავს მკურნალობას.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ულტრასონოგრაფიული კვლევა ორსულობისას. პროცედურა საჭიროა პირველივე ტრიმესტრიდან, ნაყოფის განვითარებაზე დაკვირვებისთვის და ნორმიდან გადახვევის შემთხვევაში დროული რეაგირებისთვის.
კლინიკაში ხორციელდება 16 განხრიანი ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა
ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევით შეისწავლება თავის ტვინის ფუნქციური აქტივობა. ასეთი კვლევა ყველაზე ხშირად გამოიყენება ეპილეფსიის, გონების კარგვის გაურკვეველი შემთხვევებისა და გაურკვეველი პაროქსიზმების დიფერენცირებისათვის. ელექტროენცეფალოგრაფიულ კვლევას აქვს ასევე სხვა უფრო ვიწრო ჩვენებებიც.
