შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება (ემერჯენსი) აღჭურვილია მოქმედი სტანდარტების შესაბამისად და დაკომპლექტებულია პროფესიონალი სამედიცინო პერსონალით, რაც გვეხმარება პაციენტის მდგომარეობის სწრაფ და დროულ შეფასებაში.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გაშლილია 6 საწოლზე და მოიცავს როგორც მოზრდილთა ასევე პედიატრიულ საწოლებსაც. მათგან 2 საწოლი მოთავსებულია შოკის, ხოლო 5 – ობსერვაციის სივრცეში.
პაციენტები მიიღება, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით, ისე თვითდინებით
გადაუდებელი დახმარების განყოფილება შედგება:
ობსერვაციის დარბაზი
შოკის სივრცე
მცირე სამანიპულაციო: მცირე ზომის ჭრილობების დამუშავებისთვის
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება მოიცავს შემდეგი პროფილის ექიმების კონსულტირებას და შემდეგი ტიპის დიაგნოსტიკურ სერვირებს:
ბავშვთა ქირურგია
ყბა-სახის ქირურგია
ნევროლოგია
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ასევე შესაძლებელია სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარება, მათ შორის:
ი/ვ ინფუზია (გადასხმა)
ი/ვ, ი/მ, კანქვეშა ინექცია
ლაპაროცენტეზი
თორაკოცენტეზი
ლუმბარული პუნქცია
ანტიტეტანური და ანტირაბიოლოგიური ვაქცინაცია
მიმღებ სივრცეში პაციენტს შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურება:
მიღება, გასინჯვა, სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგი
მრავალპროფილური სადიაგნოსტიკო გამოკვლევები
პაციენტის სიმძიმის და მდგომარეობის შეფასება, შესაბამის განყოფოფილება/დეპარტამენტში გადაყვანა ან ბინაზე გაწერა
