შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში სამედიცინო პერსონალი კოორდინირებულად მუშაობს, რათა დროულად მოხდეს პაციენტის მდგომარეობის შეფასება, დიაგნოსტირება და დაუყოვნებლივ რეაგირება პაციენტისთვის საჭირო ყველა ღონისძიების ჩასატარებლად. კლინიკის მრავალპროფილურობიდან გამომდინარე, დეპარტამენტში სიმძიმის ხარისხის შესაბამისად უტარდებათ მკურნალობა აპარატული ან არააპარატული მხარდაჭერით, როგორც ნებისმიერი პროფილის, კრიტიკულ და გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, ასევე პაციენტებს პოსტოპერაციულ პერიოდში.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი აღჭურვილია საჭირო აპარატურით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგს, შენარჩუნებასა და ჩანაცვლებას. დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის რესპირატორებით, ინვაზიური და არაინვაზიური მონიტორებით, დიალიზის აპარატით და ა.შ.

 

შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზია რეანიმაციის განყოფილება დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლებიც მზად არიან გაუწიონ დახმარება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს.

 

განყოფილება ემსახურება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მწვავე ან გადაუდებელი მდგომარეობები, როგორიცაა:

გულსისხლძარღვთა და ნეიროვასკულური სასწრაფო/გადაუდებელი შემთხვევები;

მწვავე რესპირატორული დარღვევები;

ინტოქსიკაცია და სხვა.

 

განყოფილება ასევე უზრუნველყოფს შემდეგი სახის მომსახურებას

 

პაციენტის წინასაოპერაციო შეფასება;

პაციენტის მომზადება

პაციენტის პერიოპერაციული მართვა და მონიტორინგი;

პაციენტის ოპერაციის შემდგომი პერიოდის მართვა უახლესი 24 საათის განმავლობაში;

პაციენტის პოსტოპერაციული და ქრონიკული ტკივილის მართვა.

ამბულატორიული ანესთეზია – პროცედურების, რადიოლოგიური კვლევების დროს

Share This