შპს „ახალციხის კლინიკა იმედში” ტარდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, მწვავე და ქრონიკული ასევე შეძენილი და თანდაყოლილი დაავადებების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა.

 

ამბულატორიაში თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია ექიმებთან. ჩაიტაროთ სხვადასხვა მანიპულაციები და უმკურნალოთ ისეთ ნოზოლოგიებს, როგორიცაა, მაგალითად:

 

სახსრების ოსტეოართროზი (კოქსართროზი, გონართროზი და ა.შ.);

ჰემართროზები (სისხლი სახსარში);

ბურსიტი, ეპიკონდილიტი, ტენდინიტები სხვადასხვა ლოკალიზაციით;

სახსარშიდა ინექციები;

სხვადასხვა სახსრის ღრძობა-დაჭიმულობა და დაჟეჟილობები;

მკურნალობა ძვალ-სახსროვანი და ძვალ-კუნთოვანი სხვადასხვა დაავადებების დროს;

მხრის, იდაყვის, მაჯის ამოვარდნილობები;

მყესების დაზიანებები (სხვადასხვა ლოკალიზაციის სახსარზე).

 

შპს „ახალციხის კლინიკა იმედში” ტარდება ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები, ქირურგიული მკურნალობა მოიცავს:

 

მსხვილი სახსრების (მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრის) ენდოპროთეზირებებს, თანამედროვე და სერთიფიცირებული პროთეზებით;

კიდურების შეძენილი დეფორმაციების (პოსტრავმული) ქირურგიული მკურნალობას;

ყალბი სახსრების (ფსევდოართროზის) მკურნალობასა და ძვლოვან პლასტიკას;

გრძელი ლულოვანი ძვლების ოსტეოსინთეზი მოტეხილობების დროს;

ძვლოვანი კისტების და ძვლის კეთილთვისებიანი  წარმონაქმნების ქირურგიულ მკურნალობას;

ტერფის თითის ვალგუსური დეფორმაციის კორექციას.

Share This