ენდოკრინოლოგი საკონსულტაციო, დიაგნოსტიკურ და თერაპიულ მომსახურებას უწევს პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ ყველა სახის ენდიკრინოლოგიური დარღვევები:

შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზიური სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები, ოსტეოპოროზი, სიმსუქნე…

ენდოკრინოლოგის კონსულტაციას რეგულარულად უნდა იღებდნენ ენდოკრინული დაავადებების განვითარების რისკ-ჯგუფში მყოფი პირები. მნიშვნელოვანია, რომ პროფილაქტიკურ კვლევებს მუდმივად იტარებდნენ ისინი, რომელთა უახლოეს ნათესავებსაც გააჩნიათ ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის პრობლემები. საჭიროა, რომ პერიოდულად იმოწმებდნენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს და სისხლში შაქრის შემცველობას ის ქალბატონები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას და ჰყავთ პატარა შვილი.

კლინიკაში ტარდება ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე

Share This