თერაპევტი მკურნალობს ყველა იმ დაავადებას, რომელსაც არ სჭირდება ოპერაციული ჩარევა. აქედან გამომდინარე იგი გამოიყენებს კონსერვატორული მკურნალობის მეთოდებს.
თერაპევტის კომპეტენციაში შედის მკურნალობა ისეთი დაავადებების როგორებიცაა:
მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადება;
ბრონქების და ფილტვების დაავადებები (ბრონქიტი, ტრაქეიტი, პნევმონია, ასთმა და მათი ქრონიკული გამოვლინებები);
გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები (მომატებული არტერიული წნევა, ჰიპერტენზია;
გულის უკმარისობები;
საჭმლის მომნელებელი სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (წყლულები, გასტრიტი;
თორმეტგოჯა ნაწლავის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაავადებები;
ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ა.შ.
