შპს ახალციხის კლინიკა იმედი გთავაზობთ
პედიატრი/ოჯახის ექიმის და თერაპევტი/ოჯახის ექიმის მომსახურებას
ეს არის ჯანდაცვის ის პირველი რგოლი, რომელსაც ზოგადი ჩივილებით ვაკითხავთ ან მიგვყავს ჩვენი პატარა (თავის ტკივილი, მუცლის ღრუს ტკივილი, უმადობა, უხასიათობა, დაღლილობის შეგრძნება და სხვა).
ოჯახის ექიმს აქვს ფართო ცოდნა: იმუნიზაციის, შინაგანი ორგანოების, რუტინული კვლევების, სხვადასხვა პათოლოგიების, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ. შესაბამისად, მისი კომპეტენციაა, დაადგინოს კავშირი პაციენტის ჩივილსა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს შორის.
გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ოჯახის ექიმები ფლობენ დეტალურ ინფორმაციას პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ და მონიტორინგს უწევენ მას, დიდია მათი როლი დაავადებათა პრევენციის საკითხში. ისინი აწვდიან პაციენტს ინფორმაციას რუტინული საპროფილაქტიკო კვლევების შესახებ, დეტალურად უხსნიან იმუნიზაციის მნიშვნელობასა და სიკეთეებს. აძლევენ რეკომენდაციას სხვადასხვა ტიპის დაავადებების თავიდან ასაცილებლად. აცნობენ ინფორმაციას გავრცელებული პათოლოგიების რისკ-ფაქტორების შესახებ.
