ზუსტი და ობიექტური დიაგნოზის დასადგენად თანამედროვე მედიცინისთვის მნიშვნელოვანია ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საშუალებით მიღებული ინფორმაცია ორგანოთა მდგომარეობის, იმუნური სისტემისა და მეტაბოლიზმის მაჩვენებლების შესახებ.
ლაბორატორიული კვლევების მონაცემები დაავადების მიმდინარეობაზე და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ასევე, აფასებს ჯანმრთელი ადამიანისათვის კონკრეტული დაავადების განვითარების რისკს.
ხშირად, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს იმ ეტაპზე ავლენს, როდესაც ჯერ არ არის გამოხატული ცვლილებები და დაავადების სიმპტომებიც ჯერჯერობით არ ჩანს. ეს არის ეგრეთ წოდებული პრესიმპტომური დიაგნოსტიკის ელემენტი, რომელიც დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად და ეფექტური მკურნალობის დასაწყებად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
კლინიკის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის ანალიზატორებით. აქ შეგიძლიათ გააკეთოთ
კლინიკური კვლევები
იმონოლოგიური კვლევები
ბიოქიმიური კვლევები
მიკრობიოლოგიური, ბაქერიოლოგიური და ციტოლოგიური კვლევები (კონტრაქტორ ლაბორატორიაში)
შპს “ახალციხის კლინიკა იმედი”-ს ლაბორატორია პირველია რეგიონში, სადაც დანერგილია LIS (ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემა), რომელიც აუმჯობესებს და უკეთებს ოპტიმიზაციას მონაცემთა მართვის პროცესებს ლაბორატორიაში. სამუშაო ნაკადების ავტომატიზაციისა და პაციენტის მონაცემების, ტესტის შედეგებისა და შესაბამისობის ჩანაწერების ზუსტი დამუშავების უზრუნველსაყოფად, LIS გადამწყვეტ როლს ასრულებს პაციენტის მოვლისა და კვლევის შედეგების გაუმჯობესებაში.
