ლაპაროსკოპული მიდგომის შემთხვევაში მუცლის ღრუში ან მუცლის კედელში აირის (ნახშირორჟანგის) შეყვანით იქმნება სამუშაო სივრცე. მასში, მცირე ნაჩხვლეტებიდან, ათავსებენ კამერასა და სპეციალურ ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებითაც ქირურგი მუშაობს სამიზნე ორგანოზე.

ლაპაროსკოპულ მიდგომის უპირატესობაა ოპერაციის შემდგომი ნაკლები ტკივილი, ასევე, გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის სწრაფი მიმდინარეობა. ზოგჯერ ლაპაროსკოპია ტექნიკურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული ან სულაც შეუძლებელია (მაგ. მრავლობითი ქირურგიული ჩარევის ან პერიტონიტის გადატანის შემდეგ). ამიტომ კონკრეტულ პაციენტზე მორგებული, მისთვის საუკეთესო ქირურგიული მიდგომის არჩევა ქირურგის პრეროგატივაა.შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” აღჭურვილია საუკეთესო,  ქირურგიული მოწყობილობით, რომელიც სამგანზომილებიან, მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას იძლევა, რაც აისახება ოპერაციის შედეგებზე.

Share This